ილია დარჩიაშვილი - არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე, ყოველთვის მზად ვართ, ხელი შევუწყოთ კონსტრუქციულ კომუნიკაციას
არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ჯეიჰუნ ბაირამოვთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
დარჩიაშვილის თქმით, საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე, რაც არაერთხელ დაუმტკიცებიათ.
„დღეს ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. ვიმედოვნებთ, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო მოლაპარაკების ირგვლივ პროცესი საბოლოოდ დასრულდება ორივე მხარისთვის მისაღები შედეგით, რაც იქნება უმნიშვნელოვანესი იმპულსი რეგიონში ხანგრძლივი და მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად. არაერთხელ დაგვიმტკიცებია, რომ საქართველო მუდამ იყო სამხრეთ კავკასიაში მშვიდობიანი თანაცხოვრების მომხრე, ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, ხელი შევუწყოთ მხარეებს შორის კონსტრუქციულ კომუნიკაციას და კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კუთხით“, – აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.