ილია დარჩიაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ საქართველო-ევროკავშირის ფორმატში, მაგრამ საქართველოს საბოლოო წევრობა თითოეული წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია
ილია დარჩიაშვილი - აქტიურად ვმუშაობთ და ვთანამშრომლობთ საქართველო-ევროკავშირის ფორმატში, მაგრამ საქართველოს საბოლოო წევრობა თითოეული წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია

ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ფორმატში, საკმაოდ დინამიკურად ვთანამშრომლობთ, მაგრამ ევროკავშირში საქართველოს საბოლოო წევრობა თითოეული წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ამ მიმართულებით პარტნიორებთან თანამშრომლობა გრძელდება.

„გასული წლის განმავლობაში ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენდა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება მეგობარ და პარტნიორ ქვეყნებთან. რა თქმა უნდა, ევროინტეგრაციის მიმართულებით ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ საქართველო-ევროკავშირის ორმხრივ ფორმატში, საკმაოდ დინამიკურად ვთანამშრომლობთ, მაგრამ ევროკავშირში საქართველოს საბოლოო წევრობა თითოეული წევრი ქვეყნის გადასაწყვეტია. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იყო, ერთი მხრივ, ძალიან აქტიურად გვემუშავა ორმხრივ ფორმატებში ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რათა გავაძლიეროთ და გავაღრმაოთ ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები, მეორე მხრივ, მაქსიმალურად მოვახდინოთ მობილიზება ევროპელი პარტნიორების, რათა საქართველომ წარმატებით გაიაროს ევროინტეგრაციის გზა. ორმხრივ ფორმატებში ჩვენ წლის განმავლობაში აქტიურად ვთანამშრომლობდით ორმხრივ ფორმატში ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, გვქონდა ძალიან საინტერესო, შედეგზე ორიენტირებული წელი. ამ მიმართულებით თანამშრომლობას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.