ილია დარჩიაშვილი - აქტიურად განიხილება თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა, მაღალი დონის თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყების გეგმების შესახებაც ისაუბრა.
როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება.
მისივე თქმით, ასევე განიხილება თურქეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტის შესაძლებლობა.
„აქტიურად განიხილება საქართველოსა და თურქეთს შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მუშაობის განახლება. ასევე საქართველოში თურქეთის პრეზიდენტის ვიზიტის შესაძლებლობა. ამ მიმართულებით, ჩვენ, ორი ქვეყანა გარკვეული პერიოდია, ვმუშაობთ, რაც ვფიქრობ, ორმხრივ ურთიერთობებში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.