ილია დარჩიაშვილი - აჯობებს, ოპონენტები გადაეჩვივნონ ჰიპოტეტურ შეფასებებს, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შეფასებები აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციას
ილია დარჩიაშვილი - აჯობებს, ოპონენტები გადაეჩვივნონ ჰიპოტეტურ შეფასებებს, კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შეფასებები აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციას

აჯობებს, ოპოზიცია და ჩვენი ოპონენტები გადაეჩვივნონ ჰიპოტეტურ შეფასებებს. კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ყოველგვარ საფუძველს მოკლებული შეფასებები აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

დარჩიასვილის თქმით, მათ ძალიან ბევრი მსგავსი ქმედება ჰქონდათ, რომელიც ხელს უშლიდა ქვეყნის ევროინტეგრაციას.

„დღეს ვხედავთ, რომ მათაც უხარიათ, თუმცა ჩვენმა მოსახლეობამ უნდა იცოდეს, რომ ოპონტენტები კონკრეტული ქმედებებით, უპასუხისმგებლო შეფასებებით ძალიან ხშირად აზიანებდნენ ამ პროცესს, მათ შორის ამ განცხადებებით. დოკუმენტში ყველაფერი ვერ იქნება მოცემული. ამ დოკუმენტში არის საქართველოს ხელისუფლების, აღმასრულებლის, პარლამენტის გაცხადებული მზაობა, რომ აქტიურად იმუშაოს ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, რათა ეს პროცესი გაგრძელდეს. ზეპირ და საფუძველს მოკლებული შეფასებების კეთებას, ვურჩევდი ჩვენს ოპონენტებს, შევიდნენ პარლამენტში, იმუშაონ მმართველ გუნდთან და ამ მუშაობიდან გამომდინარე გააკეთონ შეფასებები.

დღეს ვადებზე საუბარი რთული იქნება. შეგვიძლია, ვისაუბროთ შედეგზე, რომელიც მივიღეთ და გავაგრძელებთ. ეს არის ჩვენი ხელისუფლების გრძელვადიანი პასუხისმგებლობა და პირობა ჩვენი მოქალაქეებისადმი, რომ რეფორმები გაგრძელდება, რათა საქართველო შეუქცევადად განაგრძობდეს ევროინტეგრაციის მიმართულებით სვლას. ძალიან გამჭვირვალედ ვისაუბრებთ საზოგადოებასთან. იანვრიდან დაიწყება მჭიდრო კონსულტაციები ევროპელ პარტნიორებთან. ვადებიც, შესაბამისად, მიიღებს უფრო კონკრეტულ ფორმას და სახეს. შესაბამისად, მოქალაქეებს ეცოდინებათ, როდის რომელი საკანონმდებლო ცვლილება თუ აქტივობა იქნება ჩვენ მიერ განხორციელებული“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.