საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი მიმდინარე წლის 18-19 ივლისს ბრიუსელში სამუშაო ვიზიტს გამართავს.
სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისართან, ოლივერ ვარჰეისთან და ევროკომისიის სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალურ დირექტორთან, გერტ იან კოპმანთან.
მათივე ცნობით, შეხვედრების ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი, ისევე როგორც ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგი.