საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 16 ნოემბერს ვიზიტით დანიის სამეფოს ესტუმრება.
ილია დარჩიაშვილი შეხვედრას გამართავს დანიელ კოლეგასთან, ლარს ლოკე რასმუსენთან.
საქართველოს საგარეო უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერება ურთიერთგაგების მემორანდუმს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შორის პოლიტიკურ და განვითარების სფეროში გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ.
ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდება დანიის პარლამენტის საგარეო პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობებისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეებს.