საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი 13-14 აპრილს ჩეხეთის რესპუბლიკას ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველი დიპლომატი შეხვედრას გამართავს ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, იან ლიპავსკისთან, რის შემდეგაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
„ილია დარჩიაშვილი ასევე შეხვედრას გამართავს ჩეხეთის ევროპულ საქმეთა მინისტრთან, მიკულაშ ბეკთან და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარესთან მარკეტა პეკაროვა ადამოვასთან“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.