ილია დარჩიაშვილი - 12 რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და უნდა შესრულდეს, ერთიანი ძალისხმევით ვცდილობთ, ეს რეკომენდაციები შევასრულოთ
ილია დარჩიაშვილი - 12 რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და უნდა შესრულდეს, ერთიანი ძალისხმევით ვცდილობთ, ეს რეკომენდაციები შევასრულოთ

12 რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და უნდა შესრულდეს, შესაბამისად, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი ფოკუსით ვცდილობთ, ეს რეკომენდაციები შევასრულოთ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

როგორც ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, მიმართულებები განსაზღვრულია და 12 პუნქტზე არის მთავარი აქცენტი.

„ჩვენ ვცდილობთ, 12 პუნქტი შესრულებული იყოს იმ რეკომენდაციების შესაბამისად, რომლებიც მოგვცეს ევროპელმა პარტნიორებმა სწორედ ამ 12 პუნქტზე. ვიტყოდი, რომ თითეულ პუნქტს თავისი მნიშვნელობა აქვს, თვისი დატვირთვა აქვს, შესაბამისად, არ არის პრიორიტეტული და ნაკლებად პრიორიტეტული საკითხები საქართელოსთვის. 12 რეკომენდაცია მნიშვნელოვანია და უნდა შესრულდეს, ამიტომ ჩვენ ერთიანი ძალისხმევით, ერთიანი ფოკუსით ვცდილობთ, რომ ეს რეკომენდაციები შევასრულოთ“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.