ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომში გაწვეული სამხედროების ეტაპობრივი დემობილიზაცია გამოაცხადა
ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომში გაწვეული სამხედროების ეტაპობრივი დემობილიზაცია გამოაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყარაბაღის ომში გაწვეული სამხედროების ეტაპობრივი დემობილიზაცია გამოაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეტაპობრივი დემობილიზაცია 2020 წლის 25 დეკემბრიდან 2021 წლის 15 აპრილამდე გაგრძელდება. მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებები 27 სექტემბერს აქტიურ ფაზაში გადავიდა.

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას 10 ნოემბერს მიაღწიეს, რომლის მიხედვით, მთიანი ყარაბაღის ტერიტორიის დიდი ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადავიდა.