ილჰამ ალიევმა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ფაიგ გულიევი დანიშნა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა საქართველოში აზერბაიჯანის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე ფაიგ გულიევი დანიშნა.
როგორც აზერბიაჯნაული სააგენტო „ტრენდი“ წერს, შესაბამის განკარგულებას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხელი უკვე მოაწერა. მანამდე ილჰამ ალიევმა საქართველოში ელჩის თანამდებობიდან დურსუნ აივაზ ოღლუ ჰასანოვის გამოწვევის განკარგულებას მოაწერა ხელი.
გულიევი აზერბაიჯანის დიასპორის საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. ელჩად დანიშვნასთან ერთად, ალიევმა აღნიშნული პოსტიდან მისი გათავისუფლების განკარგულებას მოაწერა ხელი.