ილჰამ ალიევმა ქალაქ ხანქენდში აზერბაიჯანის დროშა აღმართა
ილჰამ ალიევმა ქალაქ ხანქენდში აზერბაიჯანის დროშა აღმართა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ხანქენდში აზერბაიჯანის დროშა აღმართა.

„აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ქალაქ ხანქენდში აღმართა აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული დროშა და სიტყვით წარდგა“, – აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

სიტყვით გამოსვლისას აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ დღეს ისტორიული დღეა.

„სამი კლოუნი, რომლებიც აქ ისხდნენ და საკუთარ თავს „პრეზიდენტს“ უწოდებდნენ, დღეს დამსახურებულ სასჯელს ელოდებიან. მაინტერესებს, ის კაცი, რომელიც იჯდა ერთ-ერთ შენობაში და საკუთარ თავს „პრემიერს“ უწოდებდა, ახლა ისევ გაგვიბედავს და დაგვემუქრება? სეპარატისტმა, რომელიც საკუთარ თავს „საგარეო საქმეთა მინისტრს“ უწოდებდა, სარკასტულად თქვა, რომ თუ აზერბაიჯანს სურდა დროშის აღმართვა ხანქენდში, მაშინ საელჩო უნდა გაეხსნა. ჩვენი დროშა აქ არის. ეს მათთვის გაკვეთილი უნდა იყოს“, – განაცხადა ალიევმა.

ამასთან, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანელმა ხალხმა „ამ გამარჯვებას სისხლისა და სიცოცხლის ფასად მიაღწია“.