ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშვნა მიულოცა.
„გულითადად გილოცავთ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ხელახლა დანიშვნას. დღეს აზერბაიჯანულ-ქართული ურთიერთობები დინამიურად და ყოველმხრივ ვითარდება ჩვენი ხალხის ნების შესაბამისად, რომლებსაც ისტორიულად ძლიერი მეგობრობის ჯაჭვი და კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს.
მე მჯერა, რომ ჩვენი კავშირები პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროებში და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობა, რომელიც მუდმივად ვითარდება, სამომავლოდაც უზრუნველყოფს ჩვენი ერების კეთილდღეობას და გააძლიერებს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას. გისურვებთ ძლიერ ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებას თქვენს სამომავლო საპასუხისმგებლო საქმიანობაში“, – ნათქვამია ილჰამ ალიევის მილოცვაში.