ილჰამ ალიევმა და ვლადიმერ პუტინმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ოფიციალური ვიზიტით რუსეთის ფედერაციას ეწვია, სადაც მან შეხვედრა გამართა მის კოლეგა ვლადიმერ პუტინთან. როგორც აღინიშნა, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს.
„ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად რა თქმა უნდა რეგიონში არსებული ვითარების მოგვარება რჩება. ეს საკმაოდ რთული თემაა, მაგრამ ყველას გვსურს აღნიშნულის მოგვარება და ამ გზას უნდა მივყვეთ“, – განაცხადა პუტინმა შეხვედრაზე.
„მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის საომარი მოქმედებების დასრულებიდან ბოლო 8 თვის განმავლობაში თქვენთან მუდმივი კონტაქტი გვაქვს. ვფიქრობ, რომ ჩვენმა პირადმა კომუნიკაციამ იანვარში მოსკოვში და შემდეგ უკვე სატელეფონო ხაზის გამოყენებით, ითამაშა მნიშვნელოვანი როლი სიტუაციის სტაბილიზაციაში. მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, რომ პოსტ-კონფლიქტური პერიოდი იყოს მაქსიმალურად უმტკივნეულო. ვფიქრობ, რომ საერთო ძალისხმევით ეს გამოგვივა“, – აღნიშნა ალიევმა.