ილჰამ ალიევმა და რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ქალაქ შუშაში ერთობლივ სამოკავშირეო დეკლარაციას მოაწერეს ხელი
ქალაქ შუშაში აზერბაიჯანისა და თურქეთის პრეზიდენტებს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ დეკლარაციის ხელმოწერის ცერემონიალი გაიმართა.
„შუშის დეკლარაცია აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამოკავშირეო ურთიერთობების შესახებ“ ილჰამ ალიევისა და რეჯეფ თაიფ ერდოღანის პირისპირ საუბრის შემდეგ გაფორმდა.
„დღეს ისტორიული დღეა. გათავისუფლებულ შუშაში ჩემს ძმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს ვმასპინძლობ. იგი მრავალჯერ ყოფილა აზერბაიჯანში, მაგრამ პირველად არის შუშაში. დღეს ხელმოწერილი ერთობლივი სამოკავშირეო დეკლარაცია ჩვენს ურთიერთობებს უმაღლეს დონეზე აყენებს. დეკლარაციის დასახელება თავისთავად მეტყველებს ამაზე. ამ დეკლარაციის ყველა პუნქტი ჩვენი შემდგომი თანამშრომლობის გარანტიაა. არაერთხელ მითქვამს, რომ თურქეთი და აზერბაიჯანი გლობალური მასშტაბით ყველაზე ახლო სახელმწიფოებია. გვაქვს შესაძლებლობა, ეს თანამშრომლობა განვავითაროთ“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანელი ლიდერის განცხადებით, ხელმოწერილი დოკუმენტი ეხება ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის ყველა სფეროს, მათ შორის თავდაცვის საკითხებს.