ილჰამ ალიევმა ბათუმიდან აზერბაიჯანის გენერალური კონსული რაშად ისმაილოვი გაიწვია. გადაწყვეტილების შესახებ აზერბაიჯანული მედია იუწყება.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა კიდევ რამდენიმე დიპლომატს შეუწყვიტა უფლებამოსილება, მათ შორის ელჩებს იორდანიაში, საუდის არაბეთში, ყატარსა და ინდოეთში, ასევე გენერალურ კონსულს დუბაიში.
გადაწყვეტილების მიზეზი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არ განუმარტავთ.