ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანში, 1990 წლის 20 იანვარს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
აზერბაიჯანში, საყოველთაო გლოვის დღეს ქვეყნის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და პირველმა ლედიმ მეჰრიბან ალიევამ სამშობლოსთვის თავდადებულთა „დაკრძალვის ხეივანში“ გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.
შეხიდლარ ხიაბანი, სადაც მარადიული ცეცხლი ანთია, მათ გვირგვინებით შეამკეს.
სამშობლოსთვის დაღუპული შეჰიდების ხსოვნას პატივი მიაგეს მთავრობის სხვა წევრებმაც.
1990 წლის 20 იანვარს, ბაქოს ცენტრში, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის მოთხოვნით გამართული საპროტესტო აქციების დროს, საბჭოთა ჯარებმა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ცეცხლი გახსნეს. იმ ღამეს 147 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა.