აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სამუშაო ვიზიტი საქართველოში დასრულდა.
ილჰამ ალიევი შოთა რუსთაველის სახელობის თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გააცილა.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს დღეს ეწვია.