ილჰამ ალიევის განცხადებით, ბაქო არ დაუშვებს რაიმე სახის საფრთხეს მოქალაქეებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიებზე ბრუნდებიან
სომხეთის მოკავშირეებს მისი არმიის მოდერნიზაცია და აღორძინება სურთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ბაქო არ დაუშვებს რაიმე სახის საფრთხეს მოქალაქეებისთვის, რომლებიც აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ გადასულ ტერიტორიებზე ბრუნდებიან.
„რამდენიმე დღის წინ გავიგე, რომ ახლა მათ მოკავშირეებს კვლავ სურთ სომხეთის არმიის აღორძინება და მოდერნიზაცია. რისთვის? ვის წინააღმდეგ? ომი დასრულდა. ვინმე რევანშისტული სენტიმენტებით თუ ცხოვრობს, ის მუშტს დაინახავს. ნუ გამოცდიან ჩვენს მოთმინებას“, – განაცხადა ალიევმა.
ამავე დროს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ყველაზე თანამედროვე შეიარაღებას ყიდულობს და არმიის გაძლიერებას გააგრძელებს.