ილჰამ ალიევი - ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები მიუღებელია
საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვაქვს სრული თანხვედრა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ბიოლის ცენტრში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, აზერბაიჯანი ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.
„როგორც ბატონმა პრემიერმა უკვე ბრძანა, ჩვენ ყოველთვის მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, ისევე როგორც საქართველო უჭერს მხარს აზერბაიჯანის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთს ყოველთვის ვუჭერთ მხარს ყველა სხვა საკითხზეც, რომელიც ჩვენი ქვეყნების, ჩვენი ერების ინტერესებშია, მხარდამხარ ვუდგავართ ერთმანეთს. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი საერთაშორისო სამართლის, საერთაშორისო სამართლის დარღვევები, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევები აბსოლუტურად მიუღებელია და ამაზე გვაქვს შეთანხმება და სრული თანხვედრა“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.