ილჰამ ალიევი - ყარაბაღელი სეპარატისტები „დიდი სომხეთის“ დაავადებამ გააუბედურა
ყარაბაღელი სეპარატისტები „დიდი სომხეთის“ დაავადებამ გააუბედურა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ქალაქ ხანქენდში განაცხადა.
ამასთან, აზერბაიჯანული სააგენტოს, „ტრენდის“ ინფორმაციით, ილჰამ ალიევმა სეპარატისტთა ლიდერების ერთ-ერთი ოფისი დაათვალიერა, სადაც ყურადღება გაამახვილა მაგიდაზე გაშლილ „დიდი სომხეთის“ რუკაზე.
„ესაა მათი დაავადება, „დიდი სომხეთი“. სწორედ ამან გააუბედურა ისინი“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი გუშინ ქალაქ ხანქენდში იმყოფებოდა და აზერბაიჯანის დროშა აღმართა.