ილჰამ ალიევი - სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება სერიოზულად გვაშფოთებს
ილჰამ ალიევი - სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდება სერიოზულად გვაშფოთებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ბაქო სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდების გამო სერიოზულად არის შეშფოთებული. ეს განცხადება ილჰამ ალიევმა გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„ჩვენ სერიოზულად ვართ შეშფოთებულები სომხეთში შეიარაღების მიწოდების ზრდით, განსაკუთრებით სომხეთის მიერ თოვუზის მიმართულებით განხორციელებული პროვოკაციის შემდეგ. შეტაკებების ცხელი ფაზა 16 ივლისს დასრულდა. უკვე შემდეგ დღეს, 17 ივლისს კი სომხეთისთვის სატვირთო თვითმფრინავებით ათას ტონაზე მეტი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების მოწმეები გავხდით. იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა და არ აქვს საშუალება, მილიარდობით დოლარი დახარჯოს იარაღზე, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სომხეთს იარაღს უფასოდ აწვდიან”,- განაცხადა ალიევმა.

მან მოუწოდა ყველა ქვეყანას, თავი შეიკავოს სომხეთისთვის შეიარაღების მიწოდებისგან, რადგან ეს ხელს უშლის მთიანი ყარაბაღის საკითხის მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით გადაჭრას.