ილჰამ ალიევი სომხეთის მთავრობას მიმართავს - შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ, ვინ აჯობებს
შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ ვინ აჯობებს – ასე მიმართა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, სომხეთის მთავრობას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, როდესაც ქვეყანამ სომხეთს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა, სომხეთის ხელისუფლებამ დაცვის თხოვნით „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“ მიმართა და აზერბაიჯანის ქმედებების დაგმობა მოითხოვა.
„ექვსი ქვეყნიდან სამმა აზერბაიჯანს ერთმნიშვნელოვნად დაუჭირა მხარი. სხვაგვარად არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ჩვენ მათთან ვმეგობრობთ, მათ შეუძლიათ გვენდონ, როგორც კარგ, ისე რთულ დღეებში. ეს პირველი საკითხია. მეორე – დაე, სომხეთის მშიშარა მთავრობას ახსოვდეს, თუ როგორი შეურაცხყოფა მიაყენა „კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას“, საიდანაც მან დახმარება ითხოვა, რადგან სხვა ქვეყნებთან შეთანხმების გარეშე ორგანიზაციის გენერალური მდივანი დააპატიმრა. ეწინააღმდეგებოდა ბელორუსის წარმომადგენლის დანიშვნას ახალი გენერალური მდივნის პოსტზე, მთელი წელი არ მისცა მას მუშაობის დაწყების შესაძლებლობა. რა მოხდა, იმ დროს ორგანიზაცია ცუდი იყო, თქვენ შეურაცხყოფა მიაყენეთ მას, ახლა კი დახმარებას სთხოვთ. შეგვებრძოლეთ ერთი-ერთზე და ვნახავთ, ვისი აჯობებს“, – განაცხადა ალიევმა.