ილჰამ ალიევი - სომხეთი ნებით თუ არ დატოვებს დარჩენილ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან განვდევნით
სომხეთი ნებით თუ არ დატოვებს დარჩენილ ოკუპირებულ მიწებს, ჩვენ მათ იქიდან განვდევნით, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ირანულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ალიევის თქმით, უკვე ერთი თვეა, მიმდინარეობს ომი, რომელსაც აზერბაიჯანელი ხალხი სამამულო ომად მიიჩნევს, თუმცა სომხეთი ამ ომში მშვიდობიან მოსახლეობას იღებს სამიზნედ.
ილჰამ ალიევის თქმით, რამდენიმე საათის წინ ქალაქ ბარდაზე განხორციელებულ ერთ-ერთ ასეთ თავდასხმას 21 მოქალაქე ემსხვერპლა, 70-ზე მეტი კი დაშავდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტი სომხეთს ასევე, ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მესამედ დარღვევაში ადანაშაულებს.