ილჰამ ალიევი - სომხები და აზერბაიჯანელები რუსეთში, უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში გვერდიგვერდ ცხოვრობენ, რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში?
სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში, რატომ არ შეუძლიათ ყარაბაღიდან წასულ სომხებს, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში? – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი მრავალეთნიკური ქვეყანაა და არცერთ ეთნიკურ ჯგუფს აზერბაიჯანში არასოდეს განუცდია რაიმე შიში ან პრობლემა რელიგიის ან ეთნიკურობის საფუძველზე.
„სხვათა შორის, სომეხი მოსახლეობა დღეს უპრობლემოდ ცხოვრობს აზერბაიჯანის სხვადასხვა კუთხეში. სომხები და აზერბაიჯანელები გვერდიგვერდ ცხოვრობენ რუსეთში, უკრაინაში და თუნდაც საქართველოს სოფლებში ერთად. რატომ არ შეუძლიათ, იმავე წარმატებით იცხოვრონ აზერბაიჯანში ან სომხეთში? ვფიქრობ, მათ შეუძლიათ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ვერ ხედავს სერიოზულ დაბრკოლებას სომხეთთან სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერისთვის.