ილჰამ ალიევი - ომის შემდეგ არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიოც შეიცვლება, ყველამ დაინახა ჩვენი ძალა
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ომის შემდეგ, არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიოც შეიცვლება.
ეს განცხადება ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერის“ გვერდზე გაავრცელა. მისი თქმით, აზერბაიჯანის ძალა ყველამ დაინახა.
„ომის შემდეგ, არა მხოლოდ რეგიონი, არამედ მსოფლიოც შეიცვლება. ყველამ დაინახა ჩვენი ძალა. ჩვენ ამ რეგიონში ახალი სტრატეგიული პანორამა და ხედვა უნდა შევქმნათ. ომის შემდეგ აზერბაიჯანისა და რეგიონის ახალი ეპოქა იწყება. ჩვენს სახლმწიფოს აქვს მტკიცე ნება და ძლიერი არმია. ჩვენ მართალ გზაზე ვდგავართ და ვერავინ შეგვაჩერებს. ამ გაზას ბოლომდე გავყვებით“, – წერს ალიევი.
შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები განახლდა. არის მსხვერპლი, მათ შორის მშვიდობიან მოქალაქეები. სომხეთი და აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვეაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.