აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მიწვევით თურქეთში ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა.
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევსა და აზერბაიჯანის პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას ანკარის აეროპორტში თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდულქადირ ირალოღლუ და სხვა ოფიციალური პირები დახვდნენ.
ილჰამ ალიევი თურქეთში მიუნხენიდან ჩავიდა.