ილჰამ ალიევი - ნავთობის დაბალი ფასის შენარჩუნების შემთხვევაში აზერბაიჯანი შესაძლოა, მილიარდი დოლარით დაზარალდეს
ნავთობის დაბალი ფასის შენარჩუნების შემთხვევაში აზერბაიჯანი შესაძლოა, ერთი მილიარდი დოლარით დაზარალდეს.
ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას გააკეთა.
„თუ ნავთობის ფასები სათანადოდ არ გაიზრდება, მაშინ ჩვენ დამატებით დავზარალდებით. ამ ზარალმა შესაძლოა 700 მილიონიდან მილიარდ დოლარამდე შეადგინოს“, – განაცხადა ალიევმა.
2020 წლის ბიუჯეტში ერთი ბარელი ნავთობის ღირებულებად 55 დოლარია განსაზღვრული.