აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანი მზად არის თავის მეზობლებთან პატიოსანი მუშაობისთვის, თანამშრომლობისა და რეგიონში უკეთესი სიტუაციისთვის.
როგორც სააგენტო „ტრენდი“ წერს, ამის შესახებ აზერბაიჯანის ლიდერმა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ახალ პრეზიდენტთან, ოდილ რენო-ბასოსთან ვიდეოშეხვედრისას განაცხადა.
„შეიძლება ითქვას, რომ მთიანი ყარაბაღის 30-წლიანი კონფლიქტის დარეგულირების შემდეგ რეგიონული განვითარებისთვის, რეგიონული თანამშრომლობისთვის, კავშირებისთვის ახალი შესაძლებლობები გაჩნდა და აზერბაიჯანი მზად არის ამისთვის. მე უკვე განვუცხადე საზოგადოებას, რომ ჩვენ მზად ვართ ჩვენს მეზობლებთან პატიოსანი მუშაობისთვის, თანამშრომლობისთვის, იმისთვის, რათა გადავფურცლოთ მტრობის ფურცელი, უზრუნველვყოთ რეგიონში უკეთესი და პროგნოზირებადი სიტუაცია“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, აზერბაიჯანი გეგმავს, უფრო დეტალურად განიხილოს მომავალი რეგიონული პარტნიორობის პრაქტიკულ ნაბიჯებს.