ილჰამ ალიევი - მთელი ყარაბაღი და აღმოსავლეთ ზანგეზური გახდება ძალიან ძლიერი თავდაცვითი ზონა
მთელი ყარაბაღი და აღმოსავლეთ ზანგეზური გახდება ძალიან ძლიერი თავდაცვითი ზონა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ალიევის თქმით, უკვე მიმდინარეობს მუშაობა ამ მიმართულებით, რათა აზერბაიჯანელი ხალხი ყოველთვის იყოს დარწმუნებული, რომ მსგავსი ტრაგედიები ჩვენს ხალხთან დაკავშირებით აღარ განმეორდება. აზერბაიჯანის პრეზიდენტის განაცხადებით, არის მცდელობები, კიდევ ერთხელ წამოაყენონ ქვეყნის წინააღმდეგ ტერიტორიული პრეტენზიები.
„ნებისმიერ დროს მზად უნდა ვიყოთ. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ჯარი კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ და ამას ვაკეთებთ“, – აღნიშნა ილჰამ ალიევმა.