აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მოსკოვში ჩავიდა.
სამუშაო ვიზიტის მიზანი მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაზე დასწრებაა.
ალიევს რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინიც მიიღებს.
მოსკოვში, მსოფლიო ჩემპიონატის გახსნაზე რამდენიმე ქვეყნის ლიდერს ელოდებიან, მათ შორის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს.
ეს პირველი ღონისძიება იქნება, რომელსაც ფაშინიანი და ალიევი ერთად დაესწრებიან.