ილჰამ ალიევი - ხუთი დღის წინ აზერბაიჯანმა სრულად უზრუნველყო საკუთარი სუვერენიტეტი
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილაჰამ ალიევის განცხადებით, ხუთი დღის წინ აზერბაიჯანმა სრულად უზრუნველყო საკუთარი სუვერენიტეტი. ამის შესახებ ილჰამ ალიევმა ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკაში თურქეთის ლიდერთან, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის დროს განაცხადა.
„სამი წლის წინ, ყარაბაღის მეორე ომის შედეგად, ჩვენ თუ ბოლო მოვუღეთ ოკუპაციას, ხოლო 2023 წლის 23 აპრილს სრულად აღვადგინეთ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, როდესაც აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტი მოვაწყეთ ლაჩინის მიმართულებით, მაშინ ხუთი დღის წინ ჩვენ სრულად უზრუნველვყავით, აღვადგინეთ საკუთარი სუვერენიტეტი“, – განაცხადა ალიევმა.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ „დარწმუნებულია ყარაბაღელი სომხების რეინტეგრაციის პროცესის წარმატებაში“. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ყარაბაღის მცხოვრებლები, მიუხედავად მათი ეროვნული კუთვნილებისა, აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან.
ერდოღანთან შეხვედრაზე ალიევმა ასევე ისაუბრა იღდირი-ნახიჩევანის გაზსადენის პროექტზე, რომელიც, აზერბაიჯანის ლიდერის თქმით, ახალ იმპულსს მისცემს თურქეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს.