ილჰამ ალიევი - კარნახის და ულტიმატუმის ენით ვერავინ დაგველაპარაკება, ნუ დაივიწყებთ ამას, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია, „რკინის მუშტი“ ადგილზეა
სომხეთის მიერ გუშინ და დღეს გამოვლენილი პოზიცია იმედს იძლევა, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისივე თქმით, შორს არ არის დღე, როდესაც აზერბაიჯანი და სომხეთი მოაგვარებენ მათ შორის არსებულ პრობლემებს, ხელს მოაწერენ სამშვიდობო შეთანხმებას და სამხრეთ კავკასიის ქვეყნები დაიწყებენ თანამშრომლობის სამომავლო სამმხრივ ფორმატზე მუშაობას.
„ასევე უნდა ვთქვა, რომ ვისაც ვეზიზღებით, ვისაც სძულს ჩვენი მიწა და ვინც ვერ ეგუება ჩვენს წარმატებას, არასოდეს დაივიწყოს, რომ „რკინის მუშტი“ ადგილზეა და მუდამ ადგილზე იქნება! კარნახის და ულტიმატუმის ენით ვერავინ დაგველაპარაკება! ნუ დაივიწყებთ ამას! ნუ დაგავიწყდებათ, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – განაცხადა ალიევმა.