ილჰამ ალიევი - ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი, საიდან აქვს სომხეთს „ისკანდერები“, თუმცა მივიღებთ
ილჰამ ალიევი - ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი, საიდან აქვს სომხეთს „ისკანდერები“, თუმცა მივიღებთ

ჩვენ ჯერ ვერ მივიღეთ პასუხი, საიდან აქვს სომხეთს „ისკანდერები“, თუმცა პასუხს მივიღებთ, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დღეს ბაქოში სამხედრო ნადავლის მუზეუმის გახსნაზე განაცხადა, სადაც ასევე გამოფენილი იყო რაკეტა „ისკანდერ-ემ“-ის ნამსხვრევები, რომლებიც ქალაქ შუშაში აღმოაჩინეს.

„საიდან აქვს სომხეთს ეს რაკეტები. ეს რაკეტები მათ არ უნდა ჰქონდეთ. ჩვენ გვჭირდება პასუხი ამ კითხვაზე, საიდან მოხვდა სომხეთის ხელში ეს სასიკვდილო იარაღი. ჯერ ამ კითხვაზე პასუხი ვერ მივიღეთ, მაგრამ მივიღებთ“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანში ამტკიცებენ, რომ რაკეტა „ისკანდერ-ემ“-ი ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დროს სომხეთმა გამოიყენა.