ილჰამ ალიევი - ისლამოფობია, სამწუხაროდ, ამჟამად არაერთი დასავლური ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რომლებიც თავს დემოკრატიულად მიიჩნევენ
ისლამოფობია, სამწუხაროდ, ამჟამად არაერთი დასავლური ქვეყნის სახელმწიფო პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია, რომლებიც თავს დემოკრატიულად მიიჩნევენ – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
ბაქოში მიმდინარე საერთაშორისო კონფერენციის მონაწილეებისთვის აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის გზავნილში ხაზგასმულია, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მსოფლიოში ისლამოფობიის შემთხვევების 80 პროცენტი სწორედ ამ ქვეყნებზე მოდის.
„ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში, სადაც ისლამოფობიამ მიაღწია უმაღლეს დონეს და ოფიციალური იდეოლოგია ხდება, ჩვენი წმინდა წიგნის – ყურანის დაწვა, წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურების გამოქვეყნება და სხვა შეურაცხმყოფელი ქმედებები წარმოდგენილია, როგორც სიტყვის თავისუფლება“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.