ილჰამ ალიევი - იმედი მაქვს, ახლოს ვართ მნიშვნელოვან მიღწევასთან, ეს ნიშნავს, რომ კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დადგება
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივი განცხადებისას სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ორი ქვეყანა ახლა უფრო ახლოსაა ერთმანეთთან, ვიდრე ოდესმე.
„ახლა, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ფარგლებში, ვფიქრობ და იმედი მაქვს, რომ ძალიან ახლოს ვართ მნიშვნელოვან მიღწევასთან. ეს იქნება სერიოზული გეოპოლიტიკური ცვლილება კავკასიაში“, – აღნიშნა ალიევმა.
ილჰამ ალიევის თქმით, ეს ნიშნავს, რომ კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა დადგება.
„მინდა, კიდევ ერთხელ ვთქვა, ჩვენი ინიციატივა იყო, რომ დაგვეწყო სამშვიდობო მოლაპარაკებები. დღევანდელ დღემდე ჩვენს სომეხ კოლეგებთან სამშვიდობო მოლაპარაკებების შვიდი რაუნდი ჩავატარეთ“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.