ილჰამ ალიევი - ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა
ილჰამ ალიევი - ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი, რაც კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი, რაც აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა.

ამის შესახებ ალიევმა უზბეკეთის ქალაქ სამარყანდში თურქულენოვან სახელმწიფოთა სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„ოქტომბერში პრაღასა და სოჭში მიღებულ ერთობლივ განცხადებებში აზერბაიჯანმა და სომხეთმა ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის სუვერენიტეტი. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში დარჩა. ყარაბაღის მეორე ომის შედეგები რეგიონისთვის ახალ შესაძლებლობებს ხსნის. აზერბაიჯანი აქტიურად მუშაობს ზანგეზურის დერეფნის შექმნაზე და თავის ტერიტორიაზე დერეფანთან დაკავშირებულ ფართომასშტაბურ საქმიანობას ეწევა. ზანგეზურის დერეფნის გახსნა სარგებელს მოუტანს რეგიონის ყველა ქვეყანას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.