ილჰამ ალიევი - დარწმუნებული ვარ, სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან
ილჰამ ალიევი - დარწმუნებული ვარ, სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან

დარწმუნებული ვარ, სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში ჩვენი მეზობელი სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან, – ეს განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა მოსკოვში რუსეთის პრეზიდეტთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჩატარებულ ერთობლივ პრესკონფრერენციაზე გააკეთა.

„სატრანსპორტო კომუნიკაციების გახსნა პასუხობს აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის ინტერესებს. ასევე, ჩვენი მეზობელი სახელმწიფოების ინტერესებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეზობელი ქვეყნებიც აქტიურად ჩაერთვებიან სატრანსპორტო დერეფნების შექმნაში და სატრანსპორტო არტერიების შექმნაში ჩვენს რეგიონში. ჩვენ მომავალშიც უნდა მივისწრაფოდეთ იმ სფეროებით პოვნას, რომელიც სწრაფ ეფექტს მოგვცემს და მიმართულია შედეგზე“, – განაცხადა ალიევმა.

მისივე თქმით, 2020 წლის 9 ნოემბერს ხელმოწერილი შეთანხმების პუნქტების უმეტესობა უკვე შესრულდა. ილჰამ ალიევის თგანცხადებით, კრემლში გამართული შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო რეგიონის მდგრადი განვითარებისთვის.

„ცეცხლის შეწყვეტიდან ორი თვე გავიდა. ის, რომ მოსკოვში შეიკრიბნენ ლიდერები, რომლებმაც 9 ნოემბერს მოაწერეს ხელი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას, აჩვენებს, რომ ჩვენ შედეგზე ვართ ორიენტირებულები. ეს გვაძლევს იმედს, რომ როგორც ერთხელ ვლადიმერ პუტინმა თქვა, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი წარსულში უნდა დარჩეს. ჩვენ უნდა ვიფიქროთ მომავალზე. ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ ერთად“, – განაცხადა ალიევმა.