ილჰამ ალიევი - დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობაში, მეგობარ ქართველ ხალხს მარადიულ კეთილდღეობას ვუსურვებ
აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისთვის გაგზავნილ წერილში, ილჰამ ალიევი წერს, რომ აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები აგებულია ძლიერ საფუძვლებზე, როგორიცაა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლობა და ურთიერთდახმარება.
„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, მოხარული ვარ, ჩემი სახელით და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები თქვენ და თქვენს მთელ მოსახლეობას მეგობარი საქართველოს ეროვნული დღესასწაულის – დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით. აზერბაიჯანულ-ქართული კავშირები აგებულია ძლიერ საფუძვლებზე, როგორიცაა მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა, კეთილმეზობლობა და ურთიერთდახმარება. ეს წელი განსაკუთრებით გამორჩეულია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში – აღვნიშნავთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავს.
მოხარული ვართ, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ვხედავთ ურთიერთნდობაზე დაფუძნებული ჩვენი თანამშრომლობის გაფართოებას და ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეწყობას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ხალხების ნების ასახვით, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობები და პროდუქტიული თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში წარმატებით გაგრძელდება და წვლილს შევიტანთ ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობასა და რეგიონულ მშვიდობასა და სტაბილურობაში. ამ სადღესასწაულო დღეს გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს მარადიულ კეთილდღეობას. პატივისცემით, ილჰამ ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი“, – წერია მიმართვაში.