ილჰამ ალიევი - ჩვენს საქმეებში არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია
არარეგიონული ქვეყნების ჩარევა ჩვენს საქმეებში მიუღებელია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მისი თქმით, რეგიონის განვითარება უზრუნველყოფილი უნდა იყოს რეგიონში მცხოვრები ხალხის ნებით და არარეგიონული ქვეყნების ჩარევა მიუღებელია.
„ვინმეს, აქედან ათასობით კილომეტრში მდებარე ქვეყნების ლიდერებს თუ უნდათ ამ რეგიონში რაიმე შედეგის მიღწევა, მაშინ ჩვენთან ისაუბრონ. არასათანადო და არასაჭირო ჩარევას დღემდე არავითარი სარგებელი არ მოუტანია და არც მოიტანს“, – განაცხადა ალიევმა.