ილჰამ ალიევი ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, დონალდ ტუსკს შეხვდა
ილჰამ ალიევი ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, დონალდ ტუსკს შეხვდა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბრიუსელში, ნატო-ს სამიტის ფარგლებში, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკს შეხვდა. ინფორმაციას შეხვედრის შესახებ აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ბრიუსელში აზერბაიჯანის მთავრობის წევრებმა და ევროკავშირმა პარტნიორობის პრიორიტეტების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. დოკუმენტს აზერბაიჯანის მხრიდან ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელმარ მამედიაროვმა, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა,  ფედერიკა მოგერინიმ. ხელმოწერის ცერემონიას ილჰამ ალიევი და დონალდ ტუსკი ესწრებოდნენ.

ილჰამ ალიევი ბრიუსელში მიმდინარე ნატო-ს სამიტში მონაწილეობს, რომლის ფარგლებშიც მას რამდენიმე ორმხრივი შეხვედრა აქვს დაგეგმილი.