ილჰამ ალიევი ბაქოში ვიზიტით მყოფ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ბაქოში ვიზიტით მყოფ ბელარუსის პრეზიდენტს, ალექსანდრ ლუკაშენკოს შეხვდა.
„ჩვენ ძალიან ვაფასებთ სანდო, კრეატიულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის, რომელიც დაფუძნებულია ურიერთპატივისცემაზე, მეგობრობასა და თანამშრომლობაზე. ურთიერთობები დროის მიერ გამოცდილია და ვფიქრობ, არავის ეპარება ეჭვი, რომ ბელარუსი და აზერბაიჯანი ორი საიმედო მეგობარია“, – განაცხადა ალაიევმა შეხვედრისას.
თავის მხრივ, ლუკაშენკომ მასპინძელი ქვენის პრეზიდენტის ტერიტორიების ომის შემდგომ აღდგენაში დახმარება შესთავაზა. ბელარუსის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მინსკსა და ბაქოს შორის არ არსებობს დახურული თემები, ორივე ქვეყანას კარგად ესმის მსოფლიოსი და იმის, თუ საით მიემართება ის.
„ჩვენ არ გვაქვს დახურული თემები, ყველაფერი ღიაა. ვინმეს რომ მოესმინა, რა საკითხებს განვიხილავთ, იფიქრებდა: რა ურთიერთობები გვაქვს? ყველაზე კეთილი, ყველაზე ახლო. ჩვენ ვურთიერთობთ როგორც ძმები, ერთნაირად გვესმის მსოფლიოსი და იმის, საით მიემართება ის“, – განაცხადა ლუკაშენკომ.