ილჰამ ალიევი - ბაქო და ანკარა შეიარაღების ერთობლივი წარმოების საკითხს განიხილავენ
ბაქო და ანკარა შეიარაღების ერთობლივი წარმოების საკითხს განიხილავენ, – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„2019 წელს აზერბაიჯანმა და თურქეთმა 13 ერთობლივი წვრთნა ჩაატარა, 2020 წელს ერთობლივი მანევრების რიცხვი გაიზრდება. აზერბაიჯანი ასევე გააგრძელებს თურქეთისგან თანამედროვე შეიარაღების შესყიდვას. დღეს გამართულ თანამშრომლობის საბჭოს სხდომაზე ასევე განვიხილეთ შეიარაღების ერთობლივად წარმოების საკითხიც“, – განაცხადა ალიევმა.
ალიევის თქმით, ბაქო ანკარასთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებს.
შეგახსნებთ, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი თურქეთში დღეს ჩავიდა. ბაქოში აზერბაიჯანისა და თურქეთის თანამშრომლობის საბჭოს მერვე სხდომა გაიმართა.