ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას არანაირი დაბრკოლება არ აქვს
აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერას არანაირი დაბრკოლება არ აქვს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ევროპის საკითხებში გაერთიანებული სამეფოს სახელმწიფო მინისტრთან, ლეო დოქერტისთან შეხვედრისას განაცხადა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ბაქო მხარს უჭერს რეგიონულ სამშვიდობო დღის წესრიგს, ქვეყანა მზადაა სომხეთთან დიალოგისთვის, სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.
ალიევმა აღნიშნა, რომ ანტიტერორისტული ღონისძიებების შედეგად აზერბაიჯანმა სრულად აღადგინა სუვერენიტეტი.
თავის მხრივ, ლეო დოქერტიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი არა მხოლოდ ევროპის მნიშვნელოვანი ენერგომიმწოდებელია, არამედ სამხრეთ კავკასიის მნიშვნელოვანი ქვეყანაა და აზერბაიჯანის გარეშე ევროპაში მშვიდობა და უსაფრთხოება არ იქნებოდა.