ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება
აზერბაიჯანის მიზანია ევროპაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების გაორმაგება, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა შუშაში, მეორე გლობალურ მედიაფორუმზე განაცხადა.
როგორც ალიევმა აღნიშნა, რესურსების ევროპაში მიწოდება არსებული სატრანსპორტო ქსელის მეშვეობით იგეგმება.
„ჩვენ 2021 წელს ევროპაში მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზის ტრანსპორტირება განვახორციელეთ. მიმდინარე წელს მხოლოდ ევროპას მივაწვდით 13 მილიარდ კუბურ მეტრს. 2027 წლის ბოლომდე ევროპაში ექსპორტი 16 მილიარდ კუბურ მეტრამდე უნდა გავზარდოთ. ამ რესურსების ევროპაში მიწოდება იგეგმება არსებული სატრანსპორტო ქსელის – სამხრეთის გაზის დერეფნის, ასევე ინტერკონექტორების საშუალებით“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.