აზერბაიჯანის პრეზიდენტი ევროპის საბჭოდან გასვლით იმუქრება. ილჰამ ალიევმა ამის შესახებ მმართველი პარტიის 25 წლის იუბილესადმი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისი თქმით, ბაქოსა და ევროპის საბჭოს ურთიერთობებში კრიზისი, ორგანიზაციის გენერალურ მდივან ტორბიონ იაგლანდის გამო დაიწყო. პრეზიდენტის მუქარას წინ უსწრებდა ევროპის საბჭოს მკაცრი კრიტიკა.
„ჩვენ უბრალოდ ვდგამთ ადეკვატურ ნაბიჯებს იმ უსამართლო ზომების წინააღმდეგ. ჩვენზე თავდასხმას არავის ვაპატიებთ” – განაცხადა ალიევმა.
ევროპელი მაღალჩინოსნები აზერბაიჯანს სასამართლოთი დაემუქრნენ. მათი თქმით, ბაქო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ვერდიქტს არ ასრულებს და დაკავებული ოპოზიციონერის გაშვებაზე უარს ამბობს.
კერძოდ, საუბარია ილჰარ მამედოვზე, რომლის გასათავისუფლებად ვადა ბაქოს 29 ნოემბრამდე აქვს.