ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება ალბათ შეუძლებელი სცენარია
ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება ალბათ შეუძლებელი სცენარია

აზერბაიჯანის ევროკავშირში გაწევრიანება ალბათ შეუძლებელი სცენარია, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, ბაქოში უცხოური ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლებთან შეხვედრისას განაცხადა, რომლებიც შუშაში, საერთაშორისო კონფერენციაში – „სამხრეთ კავკასია: განვითარება და თანამშრომლობა“ მონაწილეობდნენ.

„ვიცი, რომ ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სხვა წევრებს გაწევრიანება სურთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ეს ხანგრძლივი პროცესია. ძალიან, ძალიან ხანგრძლივი პროცესი. აზერბაიჯანის შემთხვევაში კი, ალბათ ეს შეუძლებელი სცენარია“, – განაცხადა ალიევმა.