ილჰამ ალიევი - აზერბაიჯანელი და ქართველი ხალხების ურთიერთობა მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას ემყარება, რაც კარგი საფუძველია ურთიერთობების განვითარებისათვის
აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ეხმაურება.
„აზერბაიჯანელ და ქართველ ხალხებს შორის ურთიერთობა ემყარება მეზობლობისა და მეგობრობის მრავალსაუკუნოვან ისტორიას. ეს არის ძალიან კარგი საფუძველი ჩვენი ამჟამინდელი ურთიერთობების განვითარებისათვის, რაც აჩვენებს დიდ დინამიკას და მოიცავს ბევრ სფეროს“, – წერს ილჰამ ალიევი.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს დღეს „ზაგულბას“ სასახლეში უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილმა და ილჰამ ალიევმა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობასა და ერთობლივად განხორციელებულ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე ისაუბრეს.