ილჰამ ალიევი - ახლა მთელი მსოფლიო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე სერიოზული კონფრონტანციის თვითმხილველია
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის თქმით, ახლა მთელი მსოფლიო აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე სერიოზული კონფრონტანციის თვითმხილველია. ამის შესახებ განცხადება ალიევმა ბაქოში, მიუმხრობლობის მოძრაობის საკონტაქტო ჯგუფის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.
ალიევის თქმით, ახლა მსოფლიო წესრიგი გარდაქმნის ეტაპზეა და მსოფლიო ადევნებს თვალს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ყველაზე სერიოზულ კონფრონტაციას, რაც მთელ მსოფლიოზე აისახება.
„მიუმხრობლობის მოძრაობამ, რომელიც გაერო-ს შემდეგ ყველაზე დიდი საერთაშორისო ინსტიტუტია, უნდა შეასრულოს უფრო თვალსაჩინო და ეფექტური როლი საერთაშორისო არენაზე და აქტიურად უნდა იყოს ჩართული ახალი მსოფლიო წესრიგის წარმოქმნაში“, – განაცხადა ალიევმა.