ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოსთვის სამაგალითოა
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრი სერგეი შოიგუ მიიღო და განაცხადა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები ზოგიერთი მეზობელი სახელმწიფოსთვის სამაგალითოა.
სერგეი შოიგუ, რომელიც ამჟამად რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობას იკავებს, აზერბაიჯანში ირანიდან ჩავიდა. ილჰამ ალიევთან შეხვედრაზე შოიგუმ განაცხადა, რომ რუსეთი მხარს უჭერს აზერბაიჯანისა და სომხეთის ურთიერთობების ნორმალიზაციას.
როგორც აზერბაიჯანული მედია წერს, ალიევისა და შოუგუს შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ე.წ. „3+3“ -ის ფორმატში თანამშრომლობის პერსპექტივები.
ილჰამ ალიევმა აღნიშნა, რომ რუსეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები როგორც სამხრეთ კავკასიის, ისე უფრო ფართო სივრცის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.