ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა
აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი აცხადებს, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა. ამის შესახებ ალიევმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის არმიამ გაათავისუფლა ფიზულის რაიონის სოფელი არიში, ჯებრაილის რაიონის სოფელი დოსჰულუ, ასევე ხოჯავენდის რაიონის ოთხი სოფელი.
„დიდება აზერბაიჯანის არმიას. ყარაბაღი აზერბაიჯანია“, – წერს ილჰამ ალიევი.